ვლადიმერ ჩაჩიბაია: თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით – დაუშვებელია ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხება”,- ამის შესახებ გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა საუკეთესო პროდუქტებითაა უზრუნველყოფილი.

“არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც შეეხება სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას. ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურება აღნიშნული სიუჟეტი. ყოვლად დაუშვებელია ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით და მათ კვებას უზრუნველყოფენ უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები. სამინისტროს ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსინდისიერება და ერთგულება სამშობლოსა და ხალხის წინაშე. მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური მჯერა და მწამს რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ”,- აცხადებს ჩაჩიბაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები