ბრიუსელში კომპანიების 25%-ს გაკოტრება ემუქრება
უცხოური მედია წერს, რომ ახალი კვლევის თანახმად, ბრიუსელში, კომპანიების 25%-ს გაკოტრება ემუქრება და მყისიერ დახმარებას საჭიროებენ.
ამ კომპანიების უდიდეს ნაწილს, 19.5%-ს პანდემიამდე ფინანსური თუ სხვა პრობლემები არ ჰქონდა. კვლევის ანალიზი სხვადასხვა რეგიონებში ბარების, რესტორნების, მაღაზიებისა და სალონების მონაცემების ანალიზს ეყრდნობა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიების 49%-ის მდგომარეობა, პანდემიის დროს არსებული გამოწვევების მიუხედავად სტაბილურია.