იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ძლიერი პოლიტიკური, მჭიდრო თანამშრომლობა

“ნატო და საქართველო პარტნიორობის გაძლიერებას განაგრძობენ”, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ძლიერი პოლიტიკური, მჭიდრო თანამშრომლობა. მიუხედავად პანდემიის გამოწვევისა, ნატო და საქართველო პარტნიორობის გაძლიერებას განაგრძობენ და დღევანდელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გამოვიყენეთ იმაზე სამსჯელოდ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით შემდგომში.

ჩვენ გავაფართოეთ არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები