ვეფხვია გულედანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება და დოკუმენტი შესაძლოა, მომავალში აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნების ფუნდამენტური საყრდენი გახდეს

„ჩვენ გუშინ სტრასბურგის სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ვიხილეთ, რომელიც მრავალმხივ შეიძლება, შეფასდეს. უპირველესად სტრასბურგის გადაწყვეტილება და დოკუმენტი შესაძლოა, მომავალში გახდეს ფუნდამენტური საყრდენი აფხაზეთისა და ოსეთის (სამაჩაბლოს) დაბრუნების, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა”, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, ვერდიქტით დასტურდება, რომ სახელისუფლებო გუნდი პროევროპულია და ცილისწამება მათი პრორუსულობისა გაქარწყლებულია.

„მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლოს პროცესი 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლების როლი მნიშვნელოვანი იყო, სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით 2013 წლის შემდეგ გაიზარდა, როცა არაერთი მტკიცებულების მოძიება მოხდა. ვერდიქტით დასტურდება, რომ სახელისუფლებო გუნდი პროევროპულია და ცილისწამება მათი პრორუსულობისა გაქარწყლებულია, სხვამხრივ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს სასარგებლოდ ვერ ვიხილავდით და მმართველ გუნდს ნამდვილად ხელეწიფებოდა ამ პროცესის სწორი წარმართვა ან პირიქით გაჭიანურება და რუსეთის სასარგებლოდ ქმედება… საბედნიეროდ, ჩვენ ვიხილეთ ის, რაც სწორია როგორც სამართლებლივად, ასევე, მორალურად. ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებასა და აღიარებას საქართველოს სახელმწიფოს”, – აღნიშნავს ვეფხვია გულედანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები