არჩილ თალაკვაძე: რიგგარეშე არჩევნები ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება
“რიგგარეშე არჩევნები ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა.
„რიგგარეშე არჩევნები ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ის არის ლეგიტიმური. პარლამენტი შეიკრიბა, პარლამენტი მუშაობს. პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.