აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 11 იანვრის “ამნისტიის შესახებ” კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს

აღინიშნება, რომ ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის ოქტომბრამდე და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის.

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღსრულებელ ნაწილზე.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები