თენგიზ ცერცვაძე: შეზღუდვების შემსუბუქებას ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკასა და ადამიანებს უჭირთ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებას მიესალმება, რადგან ეკონომიკასა და ადამიანებს უჭირთ. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.
„შეზღუდვების შემსუბუქებას, პირადად მე, ორივე ხელით მივესალმები, რადგან ეკონომიკასა და ადამიანებს უჭირთ. შეზღუდვების სრული მოხსნა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევასრულებთ რეგულაციებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება.