„სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
როგორც კალიურანდი ,,ტვიტერის” გვერდზე წერს, დადგინდა, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია.
„საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა. რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია“, – წერს მარინა კალიურანდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.