მსოფლიოში ერთ დღეში კორონავირუსი 610 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 610 413 პირს დაუდასტურდა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან 95 612 831 ინფიცირებულია.

შესაბამის მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

ასევე, უკანასკნელ ერთ დღეში დაავადებას 14 569 პაციენტი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან კი 2 066 176 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

აღინიშნება, რომ ბოლო ერთი დღის ინფიცირების 47% მოდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე – 288 761, მეორე ადგილზეა ევროპის რეგიონი 230 895, მესამეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 30 237.

პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია აშშ-ში – 24 037 236; ინდოეთში – 10 610 883; ბრაზილიაში -8 573 864, რუსეთში -3 655 839; ბრიტანეთში – 3 505 758; საფრანგეთში – 2 916 577; იტალიაში – 2 414 166; ესპანეთში – 2 412 318; გერმანიაში – 2 088 400; კოლუმბიაში – 1 939 071; არგენტინაში – 1 819 569 და მექსიკაში -1 668 396.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები