ავტოსკოლის ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის C და D კატეგორიის ყალბი მოწმობები, თითქოსდა, მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანისა და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები