საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
პრემიერის თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა.
“დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!
დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!
ეს საერთო გამარჯვებაა!”, – წერს გახარია.
ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.