პარტია “მოქალაქეები” ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

პარტია “მოქალაქეები” ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი განმარტებით, პარტიის წევრთან, ლევან იოსელიანთან ერთად მზადაა, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივებზე ისაუბროს.

“ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის – “მოქალაქეების” სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხისა და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა, ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო “ქართულ ოცნებას” – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად”, – წერს ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები