საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.