ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ

“კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რა ელით იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს.

„კლინიკებს დამატებითი რეგულაციები აუცილებლად დაუწესდებათ. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გეგმაა სელექტიური კონტრაქტები. კლინიკებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები, რათა ეს იყოს უსაფრთხო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რას ელის იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, ამაზე ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ ვამზადებთ სტრატეგიას ქვეყნის მასშტაბით, რათა მიმდინარე რეფორმები იყოს არა ქაოტური, არამედ თანმიმდევრული, გამჭვირვალე და სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები