ნინო წილოსანი: მზად ვართ ოპოზიციის იმ ნაწილთან თანამშრომლობისთვის, ვისაც რეალურად სურვილი აქვს, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაოს და არა გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზადაა და იმედოვნებს, რომ კონკრეტული შედეგი იქნება მიღწეული.

„ჩვენთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანია და, როგორც მეგობარ ელჩებთან ერთად, ასევე დამოუკიდებელ რეჟიმში მზად ვართ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით მათთან, ვისაც რეალურად სურვილი აქვთ, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის იმუშაოს და არა იმ დესტრუქციულ ნაწილთან, რომელიც, ფაქტობრივად, გიგა ბოკერიას დაკრულზე ცეკვავს“, – განაცხადა წილოსანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები