ზაზა გახელაძის დედა: გაუსაძლისია უკვე ჩვენი მდგომარეობა, როდემდე გავუძლებთ, არ ვიცით – ხელისუფლებასა და ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია, დაგვეხმაროს

“გაუსაძლისია უკვე ჩვენი მდგომარეობა და როდემდე გავუძლებთ, არ ვიცით”, – ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ, ნანა გახელაძემ განაცხადა.

გახელაძის დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

“პირველივე დღიდან გათავისუფლებას მოვითხოვთ. გაუსაძლისია უკვე ჩვენი მდგომარეობა და როდემდე გავუძლებთ, არ ვიცით. ვთხოვთ ხელისუფლებასა და ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია, დაგვეხმაროს. 2 თვე-ნახევარი სულ მარტო იყო საკანში, ასე მარტოებს ცხოველებს აღარ ამწყვდევენ”, – აცხადებს ზაზა გახელაძის დედა.

ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ. სასამართლო სხდომა 25 იანვარს ჩაინიშნა. ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს. ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები