თბილისში ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეჯახა – დაშავდა ორი პოლიციელი.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები