იაგო ხვიჩია: ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის შეთანხმების პროცესს
“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში მმართველი გუნდი იყო დესტრუქტორი.
მისივე თქმით, ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს ხელს უშლის.
“მე მრჩება განცდა, რომ იმ ხალხს ვინც არის პარლამენტის წევრი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება უნდა, უბრალოდ უნდათ გააკეთონ ისე, რომ სახე ჰქონდეთ შენარჩუნებული. ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ ამ პროცესში იყო დესტრუქტორი, თორემ ოპოზიცია აქამდე 3-ჯერ იქნებოდა შესული პარლამენტში. თუმცა ასევე არ უარვყოფ იმასაც, რომ ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის შეთანხმების პროცესს. ჩვენ მივდივართ ჩვენი წინადადებით, ეს არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოვიყენოთ ერთგვარ პლებისციტად და ამის ირგვლივ შევთანხმდეთ”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.