მაია ზალდასტანიშვილი: ჩვენი საშველი, ვიდრე ვაქცინა შემოვა, არის ერთადერთი – ჩვენ თვითონ მკაცრად გავაკონტროლოთ ჩვენი თავი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების უფროსის, მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, მანამ სანამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა, აუცილებელია თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი თავი მკაცრად გააკონტროლოს.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული წესების დაცვა კვლავ აქტუალურია.

“აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ ჩვენი საშველი, ვიდრე შემოვა ვაქცინა, არის ერთადერთი ის, რომ ჩვენ თვითონ მკაცრად გავაკონტროლოთ ჩვენი თავი, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ დისტანციაზე, დავრჩეთ სახლში თუ გვაქვს სიცხე, ნუ გავალთ გარეთ სიცხიანები და მუდმივად ვატაროთ ნიღაბი – ეს არის ჩემი რეკომენდაცია. თუ შემოვა ვაქცინა და ამის საშუალება იქნება, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია”, – აცხადებს  მაია ზალდასტანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები