თენგიზ ცერცვაძე: COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობაზე მონაცემების მიხედვით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10, მე-11 ადგილი უკავია

“COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის მხრივ, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-მე-11 ადგილი”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებსა და ქვეყნების რეიტინგს.

,,საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანობის კიდევ ერთი აღიარება –
ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს COVID-19-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე.

შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომელიც შეიძლება, დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად (მათ შორის, მოქალაქეთა შემოსავლებზე ზრუნვა და სხვ.) და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.).

ა.წ. 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო – მე-10-მე-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია”, –  წერს თენგიზ ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები