სალომე სამადაშვილი: ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია უნდა დაიცვას

“ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა, ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია უნდა დაიცვას.

„მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა. ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ დახურულ კარს მიღმა უნდა იმსჯელოს შესაძლო სამოქმედო გეგმაზე და ერთიანი პოზიცია დაიცვას. ამ ყველაფრიდან ყველაზე სამწუხარო შედეგი იქნება, თუ მოხდება სხვადასხვა მიმართულებით ოპოზიციის დანაწევრება და ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ვერ შევინარჩუნებთ. ვფიქრობ, ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც სრულიად პოლიტიკურ სპექტრს მისცემს შესაძლებლობას, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ჩვენ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ვერ განვმუხტავთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები