დავით ჩიხელიძე: საფრთხე, რომ ამნისტირებულმა ადამიანებმა საზოგადოებას საფრთხე შეუქმნან, მინიმუმამდეა დაყვანილი

„ყოველი ადამიანი იმსახურებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამნისტიის შესახებ მიღებულ კანონს.

ჩიხელიძის შეფასებით, ამნისტიის შესახებ მიღებული კანონი მმართველი გუნდის ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დავით ჩიხელიძე იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული ამნისტირებული ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს:

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა, კანონი ამნისტიის შესახებ მიიღო. აღნიშნული მმართველი გუნდის, მორიგი ჰუმანური აქტი და ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია! რა თქმა უნდა, გავეცანი თითოეულ მუხლს, რომელსაც ამნისტია შეეხება და შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი მუხლი დიდი სიფრთხილით არის შერჩეული და იმის საფრთხე, რომ ამნისტირებულმა ადამიანებმა საზოგადოებას საფრთხე შეუქმნას, მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამნისტიის ფართო მასშტაბურობისა, ის ყველას ვერ და არ შეეხება, რადგან ამნისტიას აქვს საკუთარი წესები, ჩარჩოები და ა.შ. მესმის ყოველი ადამიანის, რომელთა შვილი ან ახლობელი ციხეშია, მაგრამ საუბარი, რომ ამნისტია არის შერჩევითი ხასიათის, ყოვლად უადგილო და ჩემთვის მიუღებელი გახლავთ! პირიქით, ამნისტიის კანონპროექტი სწორედ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელია. მნიშვნელოვანია ამნისტიის მასშტაბები, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანს მოიცავს, ამნისტია 1500-მდე პატიმარს, 6000-მდე პრობაციონერს, 4000-მდე იმ ადამიანს შეეხება, რომელთაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით დაეკისრათ ჯარიმები. ყოველი ადამიანი იმსახურებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას. მაქვს მოლოდინი, რომ თითოეული ამნისტირებული ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები