თამარ გაბუნია – ვაქცინის შესანახი მაცივრები საქართველოში არსებობს, ტექნოლოგიური პრობლემები არ გვაქვს და შეგვიძლია, დღესვე მივიღოთ და დავიწყოთ ვაქცინაცია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის და მისი მაცივრებში მოთავსების პრობლემა დღეს საქართველოში არ არის და ქვეყანას დღესვე შეუძლია ვაქცინაციის დაწყება.
„ჩვენ თავიდანვე კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინის შემოტანაზე გამოვთქვით მზაობა. თავიდანვე გვქონდა იმის მოლოდინი, რომ შესაძლებლობა გვექნებოდა შემოგვეტანა სამივე ვაქცინა („ფაიზერი“, ბიონტექსი“, ასტრაზენეკა“), რადგან ცივი ჯაჭვის შესაძლებლობები, რასაც „ფაიზერის“ ვაქცინის მწარმოებელი აყენებს, -70 გრადუსზე შესანახი მაცივრები საქართველოში არსებობს. ასე, რომ აღნიშნული ტექნოლოგიური პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს და შეგვიძლია დღესვე მივიღოთ და დავიწყოთ ვაქცინაცია, მით უფრო „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, სადაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნები -2-დან -8 გრადუსამდეა.
ვაქცინის შესანახი მაცივრები ლუგარის ლაბორატორიას აქვს, ასევე არის ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ლაბორატორიში. მაცივრები ქვეყანაში იყო იმისთვის, რომ სხვადასხვა კულტურების შესანახად გამოგვეყენებინა, თუმცა დღეს, როცა დადგა სხვა ტიპის პრობლემა შეგვიძლია გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.