პუტინისგან განსხვავებით, რუსული ვაქცინით აცრისთვის ბიბილოვი მზად არის
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მზად არის, კორონავირუსისგან რუსული ვაქცინით აიცრას.
როგორც მან კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ე.წ. სხდომაზე განაცხადა, “თანხები, რომლებიც რუსეთმა გამოგვიყო, მათ შორის, ვაქცინის შეძენისთვის არის გათვალისწინებული”.
“არავინ არავის აცრას არ აძალებს, მაგრამ იმათ, ვისაც სურს ვაქცინის გაკეთება, ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ჩვენს მოქალაქეებს ეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. პირადად მე მინდა აცრა და ჩემნაირი ბევრია, ვისაც მიაჩნია, რომ კორონავირუსისგან დასაცავად ვაქცინა აუცილებელია”, – თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინს რუსული ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია. ამასთან, მან დღეს გასცა განკარგულება, რომ მომდევნო კვირიდან მოსახლეობის მასობრივი აცრა უნდა დაიწყო.