იაგო ხვიჩია: არ მჯერა ,,ენჯეოების” გაკეთებული საქმის, ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია
“ზოგადად, არ მჯერა ,,ენჯეოების” გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია’, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, იაგო ხვიჩიას თქმით, ის მსგავსი კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის.
,,ზოგადად, არ მჯერა “ენჯეოების” გაკეთებული საქმის ან ნაკლებად მჯერა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ჩემი აზრით, „სამართლიან არჩევნებთან“ მართალია. მეტიც, მათ გადააყენეს საკუთარი თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ უხერხულობის აღმოსაფხვრელად, რომელიც რეალურად მათმა ქმედებამ გამოიწვია.
მე არ ვარ საგამოძიებო კომისიების წინააღმდეგი. ვფიქრობ, ეს კარგი გზა ჭეშმარიტების დასადგენად, მაგრამ ამას სჭირდება თავისი წესი და პროცედურები. თუ საგამოძიებო კომისიას აკეთებ შენ თვითონ, შენ თვითონ იძიებ, შენ თვითონ უდგენ სანქციებს საკუთარ თავს და თვითონ ასაჯაროებ, გამოდის, ცნობილი რუსული გამონათქვამის არ იყოს, ბილეთებს რომ თვითონ ჰყიდი, თვითონ უკრავ და თვითონ ცეკვავ, რა დროსაც ძალასა და აზრს კარგავს, რომ ამ პროცესს დავარქვათ საგამოძიებო კომისია, საგამოძიებო კომისია უნდა იქმნებოდეს სანდოობისა და კონსენსუსის საფუძველზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.