რატი იონათამიშვილი: უმნიშვნელოვანესია, გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის მთავარი ამოცანა არა სააკაშვილის ან ბოკერიას, არამედ საკუთარი ამომრჩევლისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება
“ქართული დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის მთავარი ამოცანა იქნება არა სააკაშვილის ან ბოკერიას ინტერესების დაცვა, არამედ საკუთარი ამომრჩევლის, მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესების დაცვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით არის, რაც საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და მეგობრების მხრიდანაც დადებითადაა არის შეფასებული.
„ქართული დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის მთავარი ამოცანა იქნება არა სააკაშვილის ან ბოკერიას ინტერესების დაცვა, არამედ საკუთარი ამომრჩევლის, მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესების დაცვა. იმედი მაქვს, ჩვენთან მსგავსი ტიპის ოპოზიციური ძალები განვითარდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მეტად დამყარებული იმ პრინციპებზე, რომელიც დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია.
პროგრესის უმთავრესი ამოცანა დემოკრატიული პრინციპების განვითარებაა. როდესაც საკუთრების უფლება, აზრისა და სიტყვის გამოხატვის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში. გარანტიებია შექმნილი როგორც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, ასევე – სხვა სოციალური სერვისების მისაწვდომობის მხრივ, ეს უმნიშვნელოვანესია. საქართველო პროგრესს ნებისმიერი მიმართულებით განიცდის. ეს პროცესი დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების და ჩვენი მეგობრების მხრიდან. ეს ჩვენ გვაძლევს საფუძველს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადავდგათ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ევროკავშირს წევრობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართოთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.