წელს საქართველო 2. 694 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს

2021 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით, 2. 694 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ბუნებრივი აირის ბალანსის მიხედვით, მიმდინარე წელს მოსახლეობის მიერ მოხმარება 41 მილიონი კუბური მეტრით, თბოელექტროსადგურების 79 მილიონი კუბური მეტრით, ხოლო კომერციული სექტორის 60 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება.
საქართველო ბუნებრივი აირის 92.27 %-ს აზერბაიჯანიდან, ხოლო 7.3 % -ს რუსეთისგან მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები