მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი 20%-ით გაიზარდა

მსოფლიოში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ლეტალური შემთხვევების რიცხვი 85 ათასით გაიზარდა.

შესაბამის მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 4-10 იანვრის პერიოდში ინფიცირების 4 953 758 ახალი შემთხვევა და  გარდაცვალების 85 436  ფაქტი გამოვლინდა.

წინა რეკორდი 14-20 დეკემბერს უკავშირდება, როდესაც 4 612 790 ინფიცირებული გამოვლინდა.

ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები 20%-ით არის გაზრდილი მაშინ, როდესაც წინა პერიოდში ეს მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები