ეკატერინე ტიკარაძე: ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება, გაიხსნას სკოლები

“ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება, გაიხსნას სკოლები”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.

„ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიცემა. ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების შენარჩუნება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს, თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები. მაგრამ ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, როდის შეიძლება, გაიხსნას სკოლები, თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები