სალომე ზურაბიშვილი: თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო, ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც, მისი თქმით, ეხმაურება სხვადასხვა “ლიდერების შეურაცხმყოფელ განცხადებებს“.

განცხადების პასუხად, პრეზიდენტი აცხდებს, – თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო, ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა

ზურაბიშვილის თქმით, როდესაც ადამიანები სოფელს და მამულს შორდებიან დიდი ტკივილია.

“პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.

სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!“,- წერს პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები