შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ი.ჯ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა არასრულწლოვანი, ფონიჭალის დასახლებაში იმ დროს შეაჩერა, როდესაც მას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – „სირეცი“ გადაჰქონდა. “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.