ნათია თურნავა: „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკასა და ბიზნესს პირველ რიგში ღირსება და თავისუფლება დაუბრუნა

„როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ” ეკონომიკას და ბიზნესს, პირველ რიგში, ესაა თავისუფლება და ღირსების დაბრუნება. ეს ეხება ზოგადად ადამიანებს და რა თქმა უნდა, ბიზნესს და ბიზნესმენებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პოსტივის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
განაცხადა.

მისი განმარტებით, თავისუფალი ბიზნესი არის ის პარადიგმა, რომლითაც ბიზნესი საქმიანობს და ვითარდება დემოკრატიულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის დროს.

„ეს თავისუფლება ბიზნესს არ ჰქონდა 2012 წლამდე. უფრო მეტიც, ის იყო ძალიან უხეშად ხელყოფილი. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ იმართებოდა მაშინ ბიზნესი. ბიზნესს არ ჰქონდა არც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება, არც საკუთარი ქონების განკარგვის და არც განვითარების თავისუფლება და პრაქტიკულად ორი-სამი კაცი, ძალოვანი ელიტა და მისი წარმომადგენლები წყვეტდნენ, ვის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო – იქნებოდა ეს ბანკი, მიწა თუ ლიცენზიის გაცემა და სხვა. ბიზნესი თუ საკმარისად ლოიალური იყო, ის გარკვეული ხარკის გადახდის სანაცვლოდ ვითარდებოდა, თუ არა და ეს ყველაფერი ხმარდებოდა მათ მერკანტილურ პოლიტიკურ ინტერესებს და ადამიანები კარგავდნენ არა მხოლოდ ბიზნესს, ქონებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავარი, რამაც განაპირობა ცვლილებები, რასაც საზოგადოება და ბიზნესი მოწყურებული იყო, იყო ის, რომ ბიზნესსა და ბიზნესმენებს დაუბრუნდათ ღირსება და თავისი რეალური სტატუსი.

„თავისუფალი ბიზნესმენი იღებს თავისუფალ გარემოში გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესმენი არის თავისუფალი არა მხოლოდ თავისი ბიზნესის განვითარებაში, არამედ ნებისმიერ გამოხატულებაში”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკა, განსაკუთრებით ბოლო წლებში ლიდერობს ყველა საერთაშორისო რეიტინგში, სადაც საქმე ეხება ბიზნესის თავისუფლებას, მთავრობის გამჭვირვალობას და არაკორუმპირებულობას და იმას, რომ მთავრობა ემსახურება მოსახლეობას, საზოგადოებას და არა პირიქით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები