სოფელ გომის მიმდებარედ მდინარე რიონმა ტერიტორია დატბორა. მაშველები ნაპირზე დარჩენილი რამდენიმე პირის გამოყვანას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ, ადგილობრივებს მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ჰყავთ.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მუშაობს სპეციალური ტექნიკა.