ბექა დავითულიანი: ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა გამარჯვებით და ასევე გამარჯვებული წავიდა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეობიდან

„ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა გამარჯვებით და ასევე გამარჯვებული წავიდა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეობიდან.

მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით “ქართული ოცნების” გუნდს, რა თქმა უნდა, გამოწვევები ეზრდება, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ გუნდი შეძლებს, ერთობლივი ძალებით მხარდაჭერა გაზარდოს.

“ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს შემოვიდა გამარჯვებით და ასევე გამარჯვებული წავიდა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეობიდან. ეს ორი მომენტი, პოლიტიკაში შემოსვლისა და პოლიტიკიდან გასვლის არის უმნიშვნელოვანესი თითოეული პოლიტიკოსისთვის. მან შეძლო დიდი დემოკრატიული რეფორმების გატარება, მათ შორის უმთავრესი, რაც იყო ამ 8 წლის განმავლობაში – ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება, ადამიანის უფლებები. გუნდს, რა თქმა უნდა გამოწვევები ეზრდება, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ განახლებულ გუნდთან ყველა ერთად მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენ მხარდაჭერა გავიზარდოთ და არ შევიმციროთ”, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები