დავით სერგეენკო: საგამოძიებო კომისიის შექმნის წინაპირობა მასში ოპოზიციის მონაწილეობაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ არჩევნებთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს კომისია არ შეიქმნება.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის წინაპირობა მასში ოპოზიციის მონაწილეობაა.
“საგამოძიებო კომისიის შექმნის წინაპირობა არის მასში ოპოზიციის თუნდაც ნაწილის მონაწილეობა. თუ ოპოზიცია მასში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს კომისია არ შეიქმნება იმიტომ, რომ პოზიციას კითხვები არც აქვს. ესეც არ შეიძლება, რომ მაინცდამაინც გაყალბდა. მოდით, შევისწავლოთ, ვნახოთ, ჩაერთონ საერთაშორისო ორგანიზაციები და ვნახოთ, რა იყო და როგორ იყო”, – განაცხადა სერგეენკომ.