გია ვოლსკი: ხომ არ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილისა და ნათელაშვილის მოწოდებაზე იყოს დამყარებული საქართველოს ხვალინდელი დღე
“ხომ არ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილისა და ნათელაშვილის მოწოდებაზე იყოს დამყარებული საქართველოს ხვალინდელი დღე, ეს არის ვითარების მთელი ფორმულა,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მიმდინარე პერიოდის ყველაზე მძიმე გამოხატულება, პანდემიასა და ეკონომიკურ ზარალთან ერთად.
„მიმდინარე პერიოდის ყველაზე მძიმე გამოხატულება, პანდემიასა და ეკონომიკურ ზარალთან ერთად, რასაც მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა განიცდის, ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქართველო მძევლად აიყვანოს.
ერთადერთი გამოსავალი იმ ვითარებიდან იქნებოდა სამართლიანი შეფასების გაკეთება ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია.
„კომისია კომპეტენტური უნდა იყოს და ამაში ჩაერთოს, არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ – ექსპერტთა ჯგუფი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. ძალაში რჩება ჩვენი პირობა. თუ აღმოჩნდება, რომ ერთი პროცენტი მაინც გადახრა არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას, მაგრამ ასეთი სურვილი, რომც გვქონდეს, ჰიპოთეტურად, რომ წარმოვიდგინოთ, თუ საფუძველი არ არსებობს, ხომ არ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილის და ნათელაშვილის მოწოდებაზე იყოს დამყარებული საქართველოს ხვალინდელი დღე. ეს არის ვითარების მთელი ფორმულა“, – განაცხადა ვოლსკიმ.