თაკო ჩარკვიანი: აი, ახლა გვმართებს ოპოზიციას ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და პრინციპულობა

“წავიდა კი არა, ახლა მოვიდა, წასვლა იქნება, გაყალბებული არჩევნები, ანუ მიტაცებული დააბრუნოს”, – ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას.

როგორც ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, ახლა ოპოზიციას ბრძოლის ბოლომდე მიყვანა მართებს.

“წავიდა კი არა, ახლა მოვიდა, წასვლა იქნება, გაყალბებული არჩევნები, ანუ მიტაცებული დააბრუნოს, აი წასვლა მაშინ იქნება. ახლა იწყება სწორედ პოლიტიკური აღვირახსნილობა, აი, ახლა გვმართებს ოპოზიციას ბრძოლის ბოლომდე მიყვანა და პრინციპულობა! არ წავიდა არა!”, – წერს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები