ისრაელის ელჩი – მივესალმები დავით ზალკალიანის მიერ ანტისემიტიზმის დაგმობასა და ებრაელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას

მივესალმები მის მიერ ანტისემიტიზმის დაგმობასა და ებრაელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა სოციალური ქსელის  საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივესალმები მის მიერ ანტისემიტიზმის დაგმობასა და ებრაელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას. ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ გავემიჯნოთ ექსტრემიზმს, რასიზმსა და ქსენოფობიას“ – წერს ისრაელის ელჩი.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა Twitter-ის გვერდზე დაწერა:

„ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები