საპატრიარქო შორენა თეთრუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება იმ პირს, რომელთანაც შორენა თეთრუაშვილს ჰქონდა კონტაქტი, ის მეუფე ანტონია.