კონგრესმა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

კაპიტოლიუმთან მომხდარი არეულობის ფონზე, კონგრესმა აშშ-ის პრეზიდენტად ჯოზეფ ბაიდენი დაამტკიცა.

კონგრესმენების მიერ არჩევნების შედეგების დამტკიცება ბოლო ნაბიჯია, რომელიც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების დათვლის პროცედურას ასრულებს.

ქვეყნის მრავალწლიან ისტორიაში აღნიშნული პროცედურა ძალიან მარტივი იყო. უკანასკნელი 140 წლის განმავლობაში ამ სტადიაზე არჩევნების შედეგების გაპროტესტება მხოლოდ სამჯერ იყო, ბოლოს – 2005 წელს, თუმცა, ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

გუშინ კი;კაპიტოლიუმში არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ. აღნიშნულს 4 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს კი რესპუბლიკური პარტიის წევრები, ასევე, ტრამპის მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლების ნაბიჯებზე მსჯელობს.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები