ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გახანგრძლივდა

​ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 დღით გაახანგრძლივა, რომელიც მანამდე 15 საათით იყო დაწესებული.

მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.

“უამრავი ადამიანი შეიარაღებული მოვიდა ძალადობისა და დარბევების მიზნით. მათ კაპიტოლიუმის უსაფრთხოებას შეუქმნეს საფრთხე, მათი დამანგრეველი ქმედება კი კაპიტოლიუმს შეიძლება, გასცდეს. პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს ძალადობისა და შუღლის გაღვივებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

6 იანვარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მომხრეთა შეჭრას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 52 პირი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები