აშშ-ის კონგრესმა სხდომა განაახლა

Indiana Gov. Mike Pence announces that the Centers for Medicaid and Medicare Services had approved the state's waiver request for the plan his administration calls HIP 2.0 during a speech in Indianapolis, Tuesday, Jan. 27, 2015. (AP Photo/Michael Conroy)

აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის გამო შეწყვეტილი სხდომა განაახლა, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს.

სხდომა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო.

„ჩვენ დღეს უნდა დავიცვათ ჩვენი კაპიტოლიუმი. მათ, ვინც დღეს ჩვენს კაპიტოლიუმს დიდი ზიანი მიაყენა – თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასდროს იმარჯვებს. თავისუფლება იმარჯვებს. ეს ჯერ კიდევ ხალხის სახლია. მსოფლიო კვლავ დაინახავს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცესა და ძალას”, – განაცხადა მაიკ პენსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები