კამალა ჰარისი: კაპიტოლიუმზე თავდასხმა უნდა შეწყდეს

„ვუერთდები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოწოდებას კაპიტოლიუმსა და ჩვენს საჯარო მოხელეებზე თავდასხმის დასრულების შესახებ და როგორც მან თქვა, დემოკრატიას წინ წასვლის საშუალება უნდა მიეცეს,“- წერს შშ-ის არჩეული ვიცე-პრეზიდენტი  კამალა ჰარისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ცნობისთვის, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები