დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და სთხოვს ძალადობას არ მიმართონ.

„მე ვთხოვ ყველას აშშ-ის კაპიტოლიუმში, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. არავითარი ძალადობა. გახსოვდეთ, ჩვენ ვართ კანონისა და წესრიგის პარტია – პატივი ეცით კანონს“ – დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომაზე შეიკრიბნენ, თუმცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები