CNN: კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს

კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ქალი დაჭრეს, როგორც  CNN იუწყება დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.

აშშ-ის კონგრესში, სადაც დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, როცა აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობამდე მიღწევას ცდილობდნენ. ამჟამად კონგრესმენები საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლისა და დამოწმების მიზნით სპეციალურ სხდომას მართავენ. პარალელურად კი ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

როგორც CNN წერს, დემონსტრანტებთან დაძაბულობის ფონზე კაპიტოლიუმის შენობის შესასვლელ-გასასვლელები ჩაიკეტა. გამოცემის ცნობით, მათი თანამშრომელი შენობის დატოვებას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ამის ნება არ დართო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები