ბექა ოდიშარია: ამ ორდენის დევიზია “ღირსება და სამშობლო” – ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის განვლილ ცხოვრებისეულ გზასა და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ საპატიო ლეგიონის ორდენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ორდენის დევიზია “ღირსება და სამშობლო” – ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება ბიძინა ივანიშვილის განვლილ ცხოვრებისეულ გზასა და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.

“ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს პრესტიჟულ ჯილდოს – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტულს!

დიდი მადლობა ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველი მეცენატის, პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლის, დაფასებისათვის!

ამ ორდენის დევიზია “ღირსება და სამშობლო” – ორივეს მსახურება უპირობოდ შეეფერება მის განვლილ ცხოვრებისეულ გზასა და მოღვაწეობას მრავალი მიმართულებით.

მომავალშიც ვუსურვებ ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ნაყოფიერ საქმიანობას და საერთო გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები