ბათუმის კლინიკა “ბაუში” კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა
ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას პაციენტის გარდაცვალების შესახებ კლინიკა “ბაუში” ადასტურებენ, სადაც გარდაცვლილი მკურნალობდა.
“პაციენტი კლინიკაში 12 დეკემბერს შემოვიდა. უკვე გართულებულ მდგომარეობაში, ფილტვის დაზიანების ინდექსი ჰქონდა 24-დან 20. ორმხრივი გართულებული პნევმონია. ჩატარებული ყველა სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადეს კლინიკა ,,ბაუში”
შეგახსენებთ, რომ ბათუმში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.