ირაკლი კობახიძე: 2024 წლის შემოდგომაზე იქნება რიგიანი არჩევნები
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.
კითხვაზე, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა, კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
„რიგგარეშე არჩევნები არც გაზაფხულზე, არც შემოდგომაზე, არც იმის შემდეგ გაზაფხულზე და არც შემოდგომაზე და ა.შ. არ იქნება. 2024 წლის შემოდგომაზე იქნება რიგიანი არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.