შალვა ნათელაშვილი: არავითარი დასავლეთი ოპოზიციას  პარლამენტში შესვლისკენ არ მოუწოდებს, ამას აცხადებს ამერიკიდან ბერნარდ კუშნერი და მისი ჯგუფი, ევროპიდან – საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა

“ოპოზიციას პარლამენტში შესვალზე ის პოლიტიკური ჯგუფები და ლობისტური კომპანიები მოუწოდებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინექციებზე სხედან”, – ასე უპასუხა „ლეიბორისტების” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა კითხვაზე – სტრატეგიული პარტნიორების იგნორირება პარლამეტში შესვლის მოწოდებასთან დაკავშირებით, ხომ არ აზიანებს ქვეყნის ინტერესებს.

როგორც „ლეიბორისტების ლიდერი” აღნიშნავს, აღნიშნული მოწოდებების უკან ამერიკისა და საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა დგას.

„არავითარი დასავლური სივრცე ოპოზიციას  პარლამენტში შესვლისკენ არ მოუწოდებს. ამას აცხადებენ ის პოლიტიკური ჯგუფები და ლობისტური კომპანიები, რომლებიც სხედან  ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინექციებზე. ეს გახლავთ  ამერიკიდან ბერნარდ კუშნერი და მისი ჯგუფი, ევროპიდან – საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა, რომელმაც დაგვიკეტა ევროპასთან საზღვარი, ისინი დასავლეთის საწინააღმდეგო, პუტინის ოლიგარქიას აძლიერებენ  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში”, – აცხადებს შალვა  ნათელაშვილი.

მან ოპოზიციის ბოიკოტის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალაში მხოლოდ ახალი არჩევნების მოთხოვნა რჩება.

„ოპოზიცია მანამდე არ შევა სახლში და არ დაისვენებს, სანამ ივანიშვილს ახალი არჩევნების გზით არ გამოვიტანთ სოლოლაკის სასახლიდან”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები