არჩილ თალაკვაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II დაბადების დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ,
საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცისა და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ”, – წერს არჩილ თალაკვაძე.
დღეს ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა. ის 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა.